martedì 5 maggio 2009

ჯიო ფერი: "ისტორია, შემოქმედებითი მწერლობა, მედიატიკური "რევოლუცია" (ამონარიდი)

Gio Ferri-"La storia, le scritture creative, la "rivoluzione" mediatica"

...ovviamente non si può negare il piacere del gioco intellettuale, proteso propriamente alla ricerca dell'impossibile soluzione delle infinite problematiche che i sensi, l'inconscio individuale e collettivo e la ragione propongono, ogni momento, alle nostre immotivate passioni - nel nostro caso poetico-letterarie, ma altresì filosofiche, etiche, religiose, ideologiche. quando in qualche modo non siano condizionate severamente dalle esigenze utilitaristiche della prassi. Solo la prassi e la legge del profitto non si pongono di questi problemi: per esse la ragione è la ragione del guadagno, il torto è commisurato alla perdita. Per la prassi la condizione umana è chiarissima e non si presta ad alcun gioco intellettuale. Frequente, nella prassi, è l'invito a non filosofare: "piantatela, ora dobbiamo lavorare!". Di qui il, più o meno dichiarato, disprezzo dell'intellettuale, del poeta. Solo l'arte, e la letteratura di consumo, in qualche modo vengono apprezzate in quanto ogetto di prezzo, di valore di compravendita"...

venerdì 24 aprile 2009

დერეკ ვოლკოტი: სიყვარული სიყვარულის შემდეგ

დადგება ჟამი,
ბედნიერი
მიესალმები როცა თავის თავს,
შენს კართან მოსულს, პირად სარკეში
ერთი მეორეს გაუღიმებთ მშვიდად შეყრილნი.

ერთმანეთს ეტყვით, ჩამოჯექი აი აქ, დაპურდი.
კვლავ გეყვარება უცხოელი, ვინც შენ იყავი,
პურსა და ღვინოს შესთავაზებ, გულს დაუბრუნებ
საკუთარ თავს და იმ უცხოელს, ვისაც უყვარდი

მთელ შენს ცხოვრებას, რომელიც კი უარგიყვია
იმ უცნობისთვის, ვისაც შენი გულდასმით ესმის.
თაროებიდან ჩამოიღე ტრფობის უსტრები

ფოტოები და უსასოო ჩანაწერები,
სარკეს გადაშლით ააფრცქვენი შენი სახება.
მიუჯექი და იტრაპეზე შენს ცხოვრებაზე.




Derek Walcott: Love After Love

The time will come
when, with elation
you will greet yourself arriving
at your own door, in your own mirror
and each will smile at the other's welcome,

and say, sit here. Eat.
You will love again the stranger who was your self.
Give wine. Give bread. Give back your heart
to itself, to the stranger who has loved you

all your life, whom you ignored
for another, who knows you by heart.
Take down the love letters from the bookshelf,

the photographs, the desperate notes,
peel your own image from the mirror.
Sit. Feast on your life..

mercoledì 22 aprile 2009

დალაი ლამა: რა არის სიყვარული?

(პასუხად ბავშვებს)

ალბათ, გინდა გაიგო, თუ როგორ სწავლობენ სიყვარულს. არ არსებობენ რეცეპტები, არც ფორმულები. ვფიქრობ, უფრო კულინარიულ ხელოვნებას მიაგავს, რომლის მიხედვითაც თითოეული კერძის დამზადება ერთმანეთისაგან განსხვავებულ გზასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ზოგჯერ, პირველ რიგში, ბოსტნეულის შემზადებაა საჭირო, შემდეგ მათი ტაფაზე გადატანა და ბოლოს შეკაზმვა. ზოგჯერ კი, პირდაპირ დამარილებით იწყებენ. გემრიელი კერძის დასამზადებლად მრავალი რამის გათვალისწინებაა საჭირო; ადამიანების შემტხვევაშიც იგივე ხდება. ბუნებრივია, არ ვფიქრობ, თითქოს საკმარისი იყოს განაცხადო: "გაგიმარჯოთ! გთხოვთ იყოთ მოსიყვარულენი და ერთმანეთის გამგებნი".

ჩემის აზრით, საუკეთესო გზა გათავისებაა, ანუ ნიჭი სხვათა ფიქრების, გრძნობებისა და ტკივილების წარმოდგენის შეძლებისა. ჩვენ, ბერები, ყოველდღიურად ვვარჯიშობთ სხვათა შეგრძნებების აღქმის უნარის განვითარებასა და განმტკიცებაში. მაგალითად, ვფიქრობთ იმ მდგომარეობაზე, თუ რას განიცდის ესა თუ ის არსება, როგორიცაა დასაკლავად გამზადებული ცხვარისადმი სიბრალულის გრძნობა და ვცდილობთ წარმოვიდგინოთ მისი ტანჯვა: სიკვდილის შიში, ტკივილი, სისხლი. ანაც გვესახება საყვარელი ადამიანის სიმძიმილი და განვიხილავთ ჩვენს რეაქციას მისდამი. ამგვარად, შევისწავლით სხვათა შეგრძნებებისა და გამოცდილებათა უკეთ გაგებას და ვაუმჯობესებთ ჩვენი აღქმისა და მათთან ურთიერთობის უნარს. სიყვარულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოთ სხვათა გათავისება და მათ ადგილზე საკუთარი თავის მოაზრება, რაც ამავე დროს, ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც დიდ სიმამაცეს მოითხოვს; სიმამაცეს, წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავს სხვის მდგომარეობაში ყოფნა. უმეტეს შემთხვევაში, ეს გვეხმარება ერთმანეთისადმი დაპირისპირების შერბილებაში, რითაც სხვათა გრძნობებს ვითავისებთ და ვსწავლობთ მათ პატივისცემას.


Dalai Lama: Che cos'è l'amore?

Vorrai certamente sapere come si fa a imparare ad amare. Non ci sono ricette, ne formule. Credo che assomigli un po' all'arte culinaria, per cui ciascuna pietanza si prepara in modo diverso e richiede molta attenzione. Alcune volte bisogna prima cuocere le verdure, poi passarle in padella e alla fine aggiungere le spezie. Altre volte, invece, si comincia aggiungendo subito una bella presa di sale. Per preparare un buon pasto bisogna tenere conto di tante cose; lo stesso accade per le persone. Naturalmente non penso che sia sufficiente dire: "Salve! Da questo momento siate per cortesia afettuosi e comprensivi tra di voi".

Secondo me il metodo più efficace è l'immedesimazione, cioè la capacità di riuscire a immaginarsi i pensieri, i sentimenti e il dolore degli altri. Per questo noi monaci ci esercitiamo ogni giorno a svilluppare e rendere più forte la nostra capacità di sentire ciò che sentono gli altri. Pensiamo per esempio a una situazione in cui un essere prova pena, come una pecora prima di essere macellata, e proviamo a immaginarci le sofferenze dell'animale: la paura della morte, il dolore, il sangue. Oppure ci immaginiamo una situazione in cui a soffrire è una persona amata e riflettiamo sulle nostre reazioni. In questo modo impariamo a capire meglio le sensazioni e le esperienze degli altri e a sviluppare la comprensione e la partecipazione.

La capacità di immedesimarsi e di riflettere su come agiremmo noi al posto di qualcun altro è molto utile per imparare ad amare, però è una tecnica che richiede molto coraggio. Il coraggio di immaginarsi cosa succede a trovarsi nei panni di un altro. Il più delle volte aiuta a smussare i contrasti, perché si comprendono meglio i sentimenti altrui e si impara a rispettarli.

mercoledì 14 gennaio 2009

დავიდ მარია ტუროლდო: ჩემი დროის ადამიანი

..."შენ არ იცი, რა არის დუმილი
და არც ბულბულის ბედნიერება,
რომელიც მარტო გალობს ღამეში;
რა ნეტარია თავის ჩუქება,
არვის ეკუთვნოდე,
იყო ერთი და
იყო ყველასი,
არვინ იცოდეს, არვის სჯეროდეს...

შენ აღარ იცი ეს ნდომა როკვის,
ერთმა, ღამეში, ეკლესიაში,
რმოელიც შენი ნავია ზღვაში.
სიმშვიდე სულის,
სიღრმეში ჩასვლა,
გრძნობდე ღამეში
სიხარულისგან
როგორ თავდები.

David Maria Turoldo

L'Uomo del Mio Tempo

Tu non sai cosa sia il silenzio
nè la gioia dell'usignolo
che canta, da solo, nella notte;
quanto beata ò la gratuità,
il non appartenersi
ed essere solo
ed essere di tutti,
e nessuno lo sa o ti crede...

Tu non sai questa voglia
di danzare
solo nella notte
dentro la chiesa,
tua nave sul mare.
E la quiete dell'anima
e la discesa nelle profondità,
e sentirti morire
di gioia
nella notte.

დავიდე მონტანია: გაუცემელი კოცნები

ჰოჲ, სიყვარულო შორეულ მიწის...
გაუცემელი კოცნები როდის გაიცემიან?

(ჰოჲ, სიყვარულო, შორეულ მიწის...)
ჩიტები უკვე სამხრეთს ეშურებიან.

(ჰოჲ, სიყვარულო, შორეულ მიწის...)
სამხრეთის ზღვებიდან ხვალ თუ დაბრუნდებიან?

(ჰოჲ, სიყვარულო, შორეულ მიწის...)
გაუცემელი კოცნები ერთ დღეს ყველანი გაიცემიან.

ჰოჲ, სიყვარულო, შორეულ მიწის!

Davide Montagna: I Baci Non Dati

O amore, in terra
lontana...
quando i baci
non dati
saranno dati?

(O amore, in terra
lontana...)
ormai migrano
gli uccelli
verso il sud

(O amore, in terra
lontana...)
torneranno domani
gli uccelli
dai mari del sud?

(O amore, in terra
lontana...)
i baci non dati
un giorno tutti
saranno dati:

O amore, in terra
lontana!

giovedì 18 dicembre 2008

სიყვარულზე

"ის, ვინც შეყვარებულია, ბრძენია და უფრო და უფრო ბრძენი ხდება, ყოველ ჯერზე თავის სატრფოს ახლებურად ხედავს, თვალებით და გონებით ხატავს მას და მის იმ სიკეთეთ, რომელსაც იგი ფლობს" (რალფ ვალდო ემერსონი)

"სიყვარულში ტანჯვისას გული ევნება და არა-გონება" (მარკ ტვენი)

"გრძნობები ტუჩზე ამბორს სიტკბოს ანიჭებენ, სულიერი მეორე ნახევრობა კი კურთხეულს ქმნის მას" (კრისტიან ნესტელ ბოუი)

"შენ არ გიყვარს ქალი იმიტომ, რომ ის ლამაზია, არამედ ის ლამაზია მიტომ, რომ გიყვარს იგი" (ანონიმი)

"შეხედე დროსა და მანძილს, როგორც არსს იმისა, რომ უკეთ გაათვითცნობიერო, თუ რამდენად შეუფასებელია შენი გვერდში ყოფნა" (რონალდ ჯონსტონი)

"სიყვარულში მუდამაა სიშლეგის წილი, მაგრამ სიშლეგესაც გააჩნია თავისი წილი აზრიანი შინაარსი" (ნიცშე)

"თუკი თქვენ თქვენი ფულის დათვლას შესძლებთ, ესე იგი, თქვენ არ ყოფილხართ მილიარდელი". (ჟან პოლ ჟეტი) ასეა სიყვარულშიც (კ.ვ.)

"სხვისადმი ნამდვილი სიყვარული ყოველგვარ მოსალოდნელობაზე ამაღლებას ნიშნავს. იგი საკუთარი თავის სრული მიძღვნაა და ამავე დროს, სხვისი პიროვნების საკუთარ თავში სრული ზეიმიც" (კერენ კესეი)

"და ნურავინ უწოდებს ერთმანეთს უბედურს, თუკი შეყვარებულია; თვით ცალმხრივ სიყვარულსაც კი გააჩნია თავისი ცისარტყელა" (იტონ სტანარდ ბარეტი)

"როდესაც ვინმე ტკივილს მოგაყენებს, იტირე მდინარე, მასზე ხიდი გააშენე და გადაიარე" (რიჩარდ მიდლტონი)

"და ნუ იფიქრებ, რომ შეგიძლია მიმართულება უჩვენო სიყვარულს, ხოლო სიყვარულს შეუძლია გაგიძღვეს წინ, თუკი თავისთვის მომწიფებული გიპოვა" (ხალილ ჯიბრანი)

"გული და სული ერთმანეთს უნდა შეეუღლონ, რომ შვან ჭეშმარიტი სიყვარული"(ანონიმი)

"უმჯობესია ქალისათვის, დაქორწინდეს მასზე შეყვარებულ მამაკაცზე, ვიდრე ისეთზე, რომელიც ქალს ეყვარება ცალკერძ" (ანონიმი)

"საქმე ის კი არაა, რომ არ შემიძლია ვიარსებო შენი სიყვარულის გარეშე, არამედ ის, რომ არც კი ვცდილობ ამას" (ანონიმი)

როდესაც რომელიღაც 7 წლის დედოფალა, ნოელს ჰკითხეს, თუ როგორ ფიქრობდა, რა იყო სიყვარული, უპასუხა: სიყვარული ისაა, როცა ეუბნები ბიჭუნას, რომ მოგწონს მისი მაისური, ხოლო ეს ბიჭუნა კი მას ყოველ დღე იცვამს

"სიყვარული თავად სულის ნაწილია და იგი იმავე ბუნებისაა, როგორც სამოთხის ზეციური სუნთქვა" (ვიქტორ ჰიუგო)

"თუკი ვინმე მეუბნება "მე შენ მიყვარხარ", ჩემთვის ეს იგივეა, ვინმემ იარაღი მომადოს თავზე. და სხვას რას უპასუხებთ ასეთ მდგომარეობაში, თუ არა იმას, რაც რევოლვერის მპყრობელს სურს: "მეც მიყვარხარ" (კურტ ვონეგუტი)

'ზოგიერთი ჩვენთაგანი ფიქრობს, რომ თავდაჭერილობაშია სიძლიერე, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი თავის მიშვებაშიც" (ჰერმან ჰესსე)

"მას, ვისაც ტკივილი არ განუცდია, ჭეშმარიტ სიყვარულს ვერ შეიგრძნობს" (ტრისტან ლოო)

"პირველი სიყვარულისას ქალს თავისი სატრფო უყვარს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში-თავად სიყვარული" (ჯორჯ ბაირონი)

"რაც უფრო მეტს სჯი, მით ნაკლებია სიყვარული. უჩინარი ტრფიალი ზებუნებრივია, ირაციონალური და ძალზედ მნიშვნელოვანი" (ლიზა ჰოფმანი)

"მიყვარს და, ღმერთო ჩემო, ეს ყველაზე უფრო დიდებული რამაა, რაც კი ადამიანს შეიძლება შეემთხვეს. გეუბნებით, იპოვეთ ქალი, ვისაც შეიყვარებთ. გააკეთეთ ეს. შეიყვარეთ. და თუ ეს უკვე არ ჩაგიდენიათ, ჩათვალეთ, რომ უქმად გაგყავთ თქვენი ცხოვრება" (დევიდ ჰერბერტ ლოურენსი)

"მარტოკაცი არარაა. ორი ადამიანი კი, რომელნიც ერთმანეთს ეკუთვნიან, მთელს სამყაროს ქმნიან" (ჰანს მარგოლიუსი)

"ყოველი ადამიანი შეიძლება იყოს დიადი, ყოველი საჭიროა. ამისათვის არაა აუცილებელი, გაგაჩნდეს სამეცნიერო ხარისხი. არც ისაა აუცილებელი, რომ მუდამ თანხმობაში მოდიოდე შენი მტკიცებებითა და სიტყვებით. მთავარია, მადლით გქონდეს გული გამოვსებული, სული კი-სიყვარულით" (მარტინ ლუთერ კინგი)

"სიყვარული, დამყარებული სილამაზეზე, ისევე მალე კვდება, როგორც ეს უკანასკნელი" (ჯონ დონი) ისევ და ისევ ბარათაშვილისეულ-ლაოძისეული სხვაობა სილამაზესა (გარეგანი მხარე ადამიანის) და მშვენიერებას (შინაგანი მხარე) შორის.

"არავინაა ზედმეტად პატარა სიყვარულისათვის, რადგანაც სიყვარული გონებიდან კი არ გამომდინარეობს, რომელმაც იცის ასაკი, არამედ გულიდან, რომლისთვისაც არ არსებობს წლოვანება" (ანონიმი)

"სიყვარული სანელებელივითაა: მას შეუძლია უფრო გემრიელი გახადოს ცხოვრება, მაგრამ ასევე შეუძლია მოშხამოს იგი" (კონფუცი)

"სიყვარული ისეთივე ხელოვნებაა, როგორც მუსიკა" (პიერ ლუისი)

"სიყვარული ყვავილია, რომლის ნეკტარიცაა სიყვარული" (ვიქტორ ჰიუგო)

"უსიყვარულო და შეყვარებულ ადამიანს შორის ზუსტად ის სხვაობაა, როგორც ჩამქრალ და ანთებულ ნათურას შორის" (ვინსენტ ვან გოგი)

"მშვენიერი მაშინ ხარ, როდესაც ანიჭებ მეგობრებს კუთვნილ სივრცეს, როდესაც გწამს, იღიმები, ან გრძნობები ცრემლებად გეძალებიან, როდესაც ძლევ ამ ყველაფერს, როცა საუბრობ შენი ოცნებების შესახებ, როდესაც ეხმარები ადამიანებს, როცა მართალ საქმეს სჩადიხარ მაშინაც კი, თუკი იგი სხვას მცდარად ეჩვენება... როცა გიყვარს." (ანონიმი)

"სიყვარული იმასაც შეგაძლებინებს, რომელიც ადრე შეუძლებლად გეჩვენებოდა" (ფილ კოლინზი)

"სადაც სიყვარულია, იქ მანძილი არ არსებობს" (მატა ამრიტანანდამაი)

"სიყვარული ჭეშმარიტებას ჰგავს: ზოგჯერ ზეიმობს, ზოგჯერ კი გტკენს" (ვიქტორ გარსია)

"მიმტევებლობა სიყვარულის უზენაესი საფეხურია" (რეინჰოლდ ნიბური)

"სიყვარული ბრმა კი არაა, არამედ განახებს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ" (ანონიმი)

"რჩეულს შეიძლება სამყაროს ყველა საგანძური მიუძღვნა, მაგრამ მარადიული სულიერი მეგობარი მხოლოდ იმ ერთ სიტყვას ამჯობინებს" (ჟაკ პიერ რიბო)

"ბრძნულად შეუნიშნავთ, რომ არ შეგვიყვარდება ის ადამიანი, რომელზედაც ერთჯერ მაინც არ გაგვცინებია" (აგნეს რეპლიე)

"თუკი საგანს უყვარს, იგი უსასრულოა" (უილიამ ბლეიკი)

"შეყვარებულნი სადღაც კი არ ხვდებიან ერთმანეთს, არამედ მუდამ ერთმანეთში ცხოვრობენ" (ჯელალედდინ რუმი)

"სიყვარულმა თქვა: დაწექ და იფიქრე ჩემზე. ძილმა თქვა: დახუჭე თვალები დღის ბოლომდე, მაგრამ აი, მოვიდა ოცნება და ღიმილით ორივეს თავისი გზა გაუკვალა" (სარა თისდეილი)

"თუკი მაიძულებ გითხრა, თუ რატომ მიყვარდა იგი, ვერაფერს გიპასუხებ გარდა იმისა, რომ იგი იყო იგი და მე-მე" (მიშელ მონტენი)

"ეჭვიანობა სენია, სიყვარული კი-ჯანსაღი მდგომარეობა. უმწიფარი გონება მათ ხშირად ერთმანეთში ურევს, ან ფიქრობს, რომ რაც უფრო ეჭვიანია ადამიანი, მით უფრო მეტად უყვარს-არადა, ერთიც და მეორეც ურთიერთშეუსაბამოა; სადაც პირველია, იქ მეორე ქრება" (რობერტ ჰეინლაინი)

"სიყვარული ისაა, როდესაც შენი ოცნების ქალი რეალობა ხდება, ხოლო ძილი კი კარგავს უპირატესობას" (ანონიმი)

"სიყვარული ისაა, როდესაც საყვარელი ადამიანის გასაბედნიერებლად ბაგეების შერხევაც კი არ გჭირდება, რადგან მაშინ გული გიცემს... და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი..." (კეიტლინ როჯერსი)

"სიყვარული გარეულ ვარდსა ჰგავს, მშენიერსა და მშვიდს, რომელზე მზრუნველობაც გულის სისხლის დათხევას მოითხოვს" (მარკ ოვერბაი)

"სიყვარული მამაკაცის ცხოვრების ნაწილია მაშინ, როდესაც ქალისათვის იგი მთელს არსებობას წარმოადგენს" (ბაირონი)

"სიყვარული ისაა, როდესაც შენი ოცნების ქალი რეალობა ხდება, ხოლო ძილი კი კარგავს უპირატესობას" (ანონიმი)

"სიყვარული ისაა, როდესაც საყვარელი ადამიანის გასაბედნიერებლად ბაგეების შერხევაც კი არ გჭირდება, რადგან მაშინ გული გიცემს... და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი..." (კეიტლინ როჯერსი)

"სიყვარული გარეულ ვარდსა ჰგავს, მშენიერსა და მშვიდს, რომელზე მზრუნველობაც გულის სისხლის დათხევას მოითხოვს" (მარკ ოვერბაი)

"დაე, გიყვარდეს მანამ, სანამ ცოცხლობ და იცოცხლე მანამ, სანამ გიყვარს" (რობერტ ჰეინლაინი)

"მშვიდობა სიყვარულის გამოხატულებაა. მოდი, გვიყვარდეს" (ანონიმი)

"სიყვარული ორ სხეულში ბინადარი ერთი სულია" (არისტოტელე)

"სიყვარული საჩუქარია და არა ვალდებულება. მიჰყევი შენს გულს და გწამდეს მუდამ საყვარელი ადამიანის" (ანონიმი)

"სიყვარული ღიმილით იწყება, კოცნით იზრდება და ცრემლით სრულდება" (ანონიმი)

"ერთადერთი სიყვარულს ძალუძს გაავსოს და გააერთიანოს ადამიანები, ერთადერთი იგია, რომელიც აერთიანებს ადამიანებში არსებულ ყველაზე უფრო ღრმას" (პიერ ტეიარ დე შარდენი)

"სიყვარული არ იკარგება. ცალმხრივიც რომ იყოს, იგი გულსვე უბრუნდება, ამსუბუქებს და წმენდს მას" (ვაშინგტონ ირვინგი)

"სიშორე ამძაფრებს სიყვარულს, სიახლოვე ამტკიცებს მას" (თომას ფალერი)

"მამაკაცს ხედვით უყვარდება, ქალს-სმენით" (ტოლსტოი)

"ბედნიერი მამაკაცი იმ ქალზე ქორწინდება, რომელიც უყვარს; უფრო ბედნიერ მამაკაცს კი უყვარს ის ქალი, რომელზედაც ქორწინდება" (ანონიმი)

"სადაც სიყვარულია, იქ სიცოცხლეა" (მაჰათმა განდი)

"სიძულვილი დამბლადაცემულს ქმნის სიცოცხლეს; სიყვარული ათავისუფლებს მას. სიძულვილი რევს სიცოცხლეს; სიყვარული ჰარმონიულს ხდის მას. სიძულვილი აბნელებს სიცოცხლეს; სიყვარული ანათლებს მას" (მარტინ ლუთერ კინგი)

"სიყვარული სიშლეგეა. თუკი გაგერია, მსწრაფლად ვითარდება" (მარკ ტვენი)

"ნუ ეძიებ სიყვარულს, დაე, ნება მიეცი, თავად მოგძებნოს. იმადაც ჰქვია სიყვარულს შეყვარება, რომ კი არ აძალებ საკუთარ თავს, არამედ უბრალოდ, გიყვარდება" (ანონიმი)

"სიყვარული საკუთარი თავის მოყვასში პოვნაა და ამ აღმოჩენის ზეიმი" (ალექსანდერ სმიზი).

"სიყვარული შენდობის უსასრულო ქცევაა, ჩვევადქცეული სანდომიანი გამოხედვა" (პეტერ უსტინოვი)

"ხორციელი სნეულებების წამლობა მალამოებით შეგვიძლია, მაგრამ მარტოსულობა, სასოწარკვეთა და უიმედობა ოდენ სიყვარულით იკურნება. ქვეყნად მრავალია ისეთი ადამიანი, რომელიც იღუპება ერთი ნაჭერი პურის უქონლობის გამო, მაგრამ გაცილებით უფრო მეტია ის, ვისაც სიყვარულის ნაკლებობა კლავს" (დედა ტერეზა)

"სიყვარული მარადიული დენაა მკვებავი, ზრდადი და დამცავი ენერგიის. მისი მარადიული მიზანი სიცოცხლეა" (სმაილეი ბლენტონი)

"სიყვარული ისეთივე უპრობლემოა, როგორც მანქანა. ერთადერთ პრობლემას წარმოადგენს მძღოლი, მგზავრები და გზა" (ფრანც კაფკა)

"შეყვარებულთა დრო მარადისობაა" (ჰენრი ვან დიკი)

"არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად დიდია წინააღმდეგობა. ჭეშმარიტი სიყვარული ყველაფერს დაგაძლევინებს" (ანონიმი)

"მიყვარხარ არა ოდენ იმიტომ, თუ როგორი ხარ, არამედ იმადაც, თუ როგორი ვარ შენთან ერთად" (ელიზაბეტ ბარეტ ბროუნინგი)

"არაა ცუდი, როდესაც გიყვარს მეფე, მაგრამ უკეთესია, როდესაც თვითონ მეფეს უყვარხარ" (ანონიმი)

"ბედნიერია ის მამაკაცი, რომელიც ქალის პირველი სიყვარულია, მაგრამ უფრო ბედნიერია ის ქალი, რომელიც მამაკაცის უკანასკნელი სიყვარულია" (ანონიმი)

"სიყვარული სამოთხის ალის მიღებაა" (კარენ სანდე)

"ტკბილია სიყვარულის მიერ თქმული, უფრო ტკბილი-მისი ფიქრები: მაგრამ უტკბილესია ის, რასაც სიყვარული არ ამბობს და არ ფიქრობს" (რიჩარდ გარნეტი)

"სიყვარული თავშეუკავებელი სურვილის თავშეუკავებელი სურვილია" (ლუი გინსბურგი)

"თუკი ღალატობ ვინმეს, ესე იგი, კარგავ ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს საგანძურს-თვისებას, რომ გენდონ, რამეთუ ნდობის გარეშე შეუძებელია სიყვარული" (ოშო)

"სიყვარული არ ბატონობს; იგი აკეთილშობილებს" (გოეთე)

"ცხოვრების უდიდესი ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ ვუყვარვართ-რომ ვუყვარვართ ისეთები, როგორიც ვართ, ან უკეთ რომ ვთქვათ, იმის მიუხედავად, თუ როგორები ვართ" (ვიქტორ ჰიუგო)

"სიყვარული სიტყვაა, რომლის ყველაზე დიდ მნიშვნელობასაც მისი გამაერთებელი ძალა განაპირობებს" (რელიგიური სიმბოლოებით დახუნძლული ფილმიდან "მატრიცა")

"არაფერია აგრესიულ უვიცობაზე უარესი" (გოეთე)

"სიყვარულის საიდუმლო სიკვდილისაზე უფრო დიდია" (ჯეკი ლევენი)

"თუ იცი, რას ნიშნავს, მოდიოდე ღამით სახლში მამაკაცთან, რომელიც ცოტაოდენი სიყვარულით, სითბო და სიტკბოთი გიპასუხებს? ეს ნიშნავს, რომ შემცდარხარ სახლის არჩევანში. აი, რას ნიშნავს ეს" (ჯორჯ ბარნსი)

"ჩადევი შენი ხელი ჩემსაში და ბაბუაწვერასავით გაგვიმრავლდება ეს სიყვარული" (ტობი მაკი)

"სიტყვიერი სიკეთე ნდობას ბადებს. აზროვნებითი-სიღრმეს. ხოლო ის, რომელიც გასცემს-სიყვარულს" (ლაო-ძი)

"სიყვარული ყველაფერს მოითხოვს და აქვს კიდეც ამის უფლება" (ბეთჰოვენი)

"შეგიძლია გასცე სიყვარულის გარეშე, მაგრამ შეუძლებელია გიყვარდეს და არ გასცე" (ემი კერმაიკლი)

"სიყვარული გახსენებს იმას, რომ მეტი სხვა არაფერი ხდება" (ემი ბაშელი)

"ძველი "მე"-დან თავდასაღწევად ქალის თვალთა სარკეში უნდა დაინახო საკუთარი თავი" (კლარ ლუსი)

"სიყვარული მსხვერპლის მტაცებლისადმი პასუხია" (თი-გრეის ეტკინსონი)

"მე შენ მიყვარხარ იმის მიუხედავად, თუ როგორ, როდის, ან საიდან. მე შენ ალალად მიყვარხარ ყოველგვარი კომპლექსისა, თუ ამპარტავნების გარეშე. ამად, მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ მეტი არ ვიცი, როგორ მიყვარდე" (პაბლო ნერუდა)

"სიყვარული ტელესკოპით იყურება, შური კი-მიკროსკოპით" (ჯოშ ბილინგსი)

"ან უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ან უნდა მოვკვდეთ" (ვისტან ოდენი)

"სიყვარულის ენით ყველა საუბრობს, მაგრამ მხოლოდ გულს ესმის იგი" (შირლეი რინდანი)

"დროთა განმავლობაში მამაკაცს უყვარდება ის ქალი, რომელიც მოსწონს, და ქალს უფრო და უფრო მოსწონს ის მამაკაცი, რომელიც უყვარს" (ჯენიფერ უილინსონი)

"მხდალ ადამიანს არ ძალუძს სიყვარულის გამოსახვა. იგი მამაცთა ხვედრია" (მაჰათმა განდი)

"შენმა ნაწილმა ჩემში იხარა. და როგორც ხედავ, ეს მე და შენ ვართ მარადის ერთად; და აროდეს ცალკე, შეიძლება მანძილით კი, მაგრამ არა გულით" (ანონიმი)

"სიყვარული. არავის ძალუძს მისი მიმართულების ცვლა-არც ძალით და არც სიყვარულით" (ჯეიმს სტეფენ ქეთკარტი)

"კეთილგონიერების გარეშე არ არსებობს შეყვარებული" (თომას ჰარდი)

"სული სულს სატრფოს ბაგეზე ერწყმის" (პერსი ბისი შელი)

"ოდეს სიყვარული და ხელოვნება თანამოღვაწეობენ, ელოდეთ შედევრს" (ჯონ რასკინი)

"ერთადერთი, რაც ჩვენგან რჩება, სიყვარულია" (ფილიპ ლარკინი)

"სიყვარული ერთადერთია, რომელსაც იღებ იმაზე მეტს, ვიდრე გასცემ" (ტომ უილსონი)

"სიყვარული-უაღრესად გაუგებარია მიუხედავად გულის უკიდურესი ცუდად ცემისა, რომელიც გონებას ასუსტებს, თვალებს ნაპერწკლებს აყრევინებს, ღაწვებს აღაჟღაჟებს, წნევას ზრდის და ტუჩებს ღრიცავს" (ანონიმი)

"თუ შენ გაგაჩნია იგი, სხვა არაფერი გჭირდება, ხოლო თუ არ გაგაჩნია იგი, მაშინ არაფერ სხვას არ აქვს მნიშვნელობა" (ჯეიმს ბერი)

"სიყვარული ბედნიერების კარიბჭის უმთავრესი გასაღებია" (ოლივერ ჰოლმსი)

"არაფერია იმაზე უფრო გასაოცარი, ვიდრე ის, თუ როგორ სრულყოფილად ისახება და რჩება მამაკაცის გონებაში საყვარელი ქალის სახე და ბუნება და იმგვარად, რომ ვერასოდეს გეტყვით, თუ რატომ. თითქოს, ეს მისი ყველაზე სასურველი რამაა" (რობერტ ლუის სტივენსონი)

"სიყვარულს ფრთები სჭირდება, რათა გაუფრინდეს სიყვარულს და კვლავ დაუბრუნდეს მას" (ედვინ რობინსონი)

"სიყვარული საუკეთესი საჩუქარია, როცა გვენაწილდება" (ანონიმი)

"სიყვარული გულის აღფრთოვანებაა" (თეოფილ გოტიე)

"ჩემი გონება მეუბნება, რომ დაგანებო თავი, მაგრამ გული არ მიშვება" (ჯენიფერ ტაილერი)

"ჩვენ თვისებები კი არ გვიყვარდება, არამედ-ადამიანები; ზოგჯერ მათი ნაკლოვანებების, თუ ღირსებების გამო" (მარიტენი)

"სიყვარული გრძნობებში განსახიერებული უბრალოებაა, აღუვსებელი სურვილი, რომელიც მოულოდნელად გვეწვევა უზენაესი სინატიფითა და გზნებით" (ლუენ დაო)

"სიყვარული დანაღმული ველია. გადადგამ ნაბიჯს და ნაკუწ-ნაკუწებად ფეთქდები, უკან იხევ და სულელურად კიდევ ერთ ნაბიჯს დგამ. ვფიქრობ, ასეთია ადამიანის ბუნებაც. იმდენად მტკივნეულია მარტოსულობა, რომ კენტად ყოფნას თავის აფეთქებას ვარჩევთ ხოლმე" (ფამკე იანსენი)

"ცხოვრების ყოველგვარი სიმძიმილისა და ტკივილისაგან ერთადერთი სიტყვა გვათავისუფლებს; და ეს სიტყვა სიყვარულია" (სოფოკლე)

"ჭეშმარიტი სიყვარული საკუთარი თავის მუდამ განვრცობაა" (სკოტ პეკი)

"ოცნებებსა და სიყვარულში არ არსებობს შეუძლებელი: (იანოს არანი)

"მოსიყვარულე გული მუდამ ახალგაზრდაა" (ბერძნული ანდაზა)

"მისმა ნაკოცნმა ტუჩებმა უფრო მეტი თქვეს, ვიდრე მისმა ლუღლუღმა" (მარგარეტ მიტჩელი)

"გულიდან გაცემული არ იკარგება, არამედ სხვათა გულებში ინახება" (რობინ ჯონი)

"სიყვარული სამოთხის დარია, მაგრამ ჯოჯოხეთივით ტკივილის მოყენება შეუძლია" (ანონიმი)

"სიყვარული სხვათა შეგრძნებების განცდაა, თუნდაც ისინი შორს იმყოფებოდნენ" (ბარაკი)

"სიყვარულის სხვა წამალი არ არსებობს, თუ არ უფრო მეტი სიყვარული" (ანრი დავიდ თორო°

"ოდენ სიხარულია სიყვარულის ის ბადე, რომლითაც ადამიანთა სულებს მოითევზავებ" (დედა ტერეზა)

"მხოლოდ ისა მსურს, რომ სიყვარულის შადრევანი ვიყო, საიდან დალეული თითოეული წვეთიც კი მარადიულ გრძნობებს მოგანიჭებს" (ანონიმი)

"თუკი მათი ღიმილი გულს ათბობს, ჩაკონება გამშვიდებს და კოცნა ცხრილავს ადამიანთადმი ჩადენილ ყველა ცოდვას, მაშინ გაიგებ ჭეშმარიტი სიყვარულის აღმოჩენას" (ანონიმი)

"მეგობრობა სიყვარულია მისი ფრთების გარეშე" (ბაირონი)

"უკეთესია გაუტეხო ვინმეს გული, ვიდრე საერთოდ არაფერი" (მარგარეტ კენედი)

"ჭეშმარიტი სიყვარული ასაკოვან ღვინოსა ჰგავს. რაც უფრო ხნიერია, მით უკეთესი" (ფრედ იაკობი)

"სიყვარული ყველაზე ახლოს მაშინაა, როდესაც ქრება "აქ" და "ახლა" (თომას ელიოტი)

"სიყვარული ერთადერთი გზაა, რათა შეაძლებინო ადამიანს საკუთარი პიროვნების გულისგულში მოხვედრა" (ვიქტორი)

"გიყვარდეს, ნიშნავს, გაიაზრო, სიყვარულის საგნის დაკარგვის შესაძლებლობა" (ჩესტერტონი)

"მოყვასის სიყვარული ღვთის სახის დანახვას ნიშნავს" (მუზიკლიდან "საბრალონი)

სიყვარული ის მდგომარეობაა, როდესაც სხვისი ბედნიერება შენსაზე უფრო მნიშვნელოვანია" (რობერტ ჰეინლაინი)

"თუკი ხნიერი მამაკაცი ახალგაზრდა ქალზე ქორწინდება, ახალგაზრდავდება თვითონ, მაგრამ აბერებს ქალს" (ხალხური)

"სიყვარული პეპელასავითაა: მაშინ ჩამოგაჯდება, როდესაც არც კი მოელი" (ანონიმი)

"სიკვდილზე უფრო ძლიერი გონება კი არა, სიყვარულია" (თომას მანი)

"შენი სიყვარულის საგანი ხარ და არა ის, რასაც უყვარხარ" (ფილმიდან "ადაპტაცია")

"სიყვარულის სინამდვილე სამყაროული ჭეშმარიტებაა: იგი სულის ნათურაა, რომელიც ცხადქმნის სიბნელის იდუმალებას" (ქაბირი)

"სიყვარული ისაა, როდესაც იყურები ვიღაცის თვალებში, უფრო და უფრო უღრმავდები მის სულს შინაგანად და უცებ... ორთავე ერთი და იგივეს იგებთ" (ანჯელა ჩეისი)

"ყველაზე უფრო ძვირფასი უფლობა, რომელიც მამაკაცს უწევს ამ ცხოვრებაში, ქალის გულია" (იოსია ჰოლანდი)

"ზოგჯერ სიყვარული უარყოფილია, ზოგჯერ დაკარგული, ზოგჯერ ვერმიხვედრილი, მაგრამ საბოლოოდ იგი აროდესაა დასანანი, ღირსება ემატება და საგანძურდება" (ანონიმი)

"როდესაც სიყვარულის გოდოლი ძალაუფლებისას სძლევს, მსოფლიო საბოლოოდ შეიცნობს მშვიდობას" (ჯიმი ჰენდრიქსი)

"საყვარელი ქალის ხელს ამბორი უფრო ამშვენებს, ვიდრე ნებისმიერი ძვირფასი თვალი, თუ სამკაული" (ანონიმი)

"სიყვარული იმედით ცოცხლობს და მისი სიკვდილით კვდება; იგი ალია, რომელიც გაქრება, თუკი არ შეავსე" (პიერ კორნეილი)

"სიყვარულის შეგნება და შეყვარება სიცოცხლეს იმ სითბოსა და სიმდიდრეს ანიჭებს, რომელსაც ვერაფერი სხვა" (ოსკარ უაილდი)

"სიყვარული ერთმანეთის თვალებში ციცინს კი არ ნიშნავს, არამედ საერთო ხედვის ქონას" (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი)

"სიფრთხილის ყველა ფორმას შორის სიყვარულისადმი სიფრთხილეა ალბათ ყველაზე ფატალური ბედნიერებასთან მიმართებაში" (ბერტრან რასელი)

"ჭეშმარიტ სიყვარულს ვერ იპოვნი იქ, სადაც იგი არაა ისევე, როგორც ვერ დამალავ იქ, სადაც იგი არსებობს" (ანონიმი)

"სიყვარულის არითმეტიკაში ერთს პლიუს ერთი ყველაფრის ტოლია და ორს გამოკლებული ერთი-არაფრის" (მინიონ მაკლოლინი)

"თუკი გახსნი შენს გულს, სიყვარული გონებას გაგიხსნის" (ჩარლზ ჯონ კუარტო)

"სიყვარულის საპირისპირო სიძულვილი კი არა, გულგრილობაა" (ელი ვიზელი)

"იგი მაგროვებს, იმ ნაწილებს, რომელთაც წარმოვადგენ. იგი კრებს ყველას და დალაგებულად მიბრუნებს უკან" (ტონი მორისონი)

"ვფიქრობ, ცხოვრების უმშვენიერეს მოვლენას ისეთ ადამიანთან შეხვედრა წარმოადგენს, რომელთან ურთიერთობაც დროთა გამნავლობაში აღრმავებს მზიურობის სიღრმეს, სილამაზესა და სიხარულს. ორ ადამიანს შორის სიყვარულის შინაგანი ზრდა ყველაზე გასაოცარი რამაა, იგი არ შეიძლება ნაპოვნი იქნეს ძიებით, ან ძალუმი სურვილით. ის განგებისმიერი შემთხვევაა" (ჰიუგ ვალპოე)

"რომანტიკა ელეგანტურად იქნა განსაზღვრული, როგორც ფიქციისა და სიყვარულის შვილი" (ბენჯამინ დიზრაელი)

"ეს სამყარო მშვენიერებითაა სავსე ისევე, როგორც ზეციური სამყაროები და თუკი შევასრულებთ ჩვენ-ჩვენ მოვალეობას, მაშინ იგი სიყვარულითსავსე გახდება" (ჯერალდ მასეი)

"რა არის ქვეყნიერება მთელი თავისი ხელოვნებით, ლექსებით, მუსიკითა და სიმდიდრით ნაპოვნ, მიღწეულ და მოვლილ სიყვარულთან შედარებით?" (რობერტ ბრაუნინგი)

"ადამიანის დუმილი მშვენიერია მოსასმენად" (თომას ჰარდი)

"არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ამქვეყნად, ვიდრე იცოდე, რომ მართალი ხარ და ქვეყნიერების ტალღა-მცდარი, თუნდაც, ამ ტალღას შენი წალეკვა სურდეს" (ნორმან მაილერი)

"გიყვარდეს, ნიშნავს მიანიჭო სხვას შენდამი ტკივილის მოყენების ძალა, მაგრამ

"არავინაა სრულყოფილი მანამ, სანამ არ შეიყვარებ" (ანონიმი)

"დადგება დრო, როდესაც თქვენი თვალები ერთმანეთს შეხვდებიან და ყოველივე კვლავ უბრალო გახდება ამ ქვეყნად" (მაიკლ ედვარდსი)

"გულმა გაიღიმა, როდესაც ბაგეებზე მაკოცე. რა ტკბილი საოცრებაა" (ჯეინ არდენი)

"ჩემი შენდამი სიყვარული მოგზაურობაა, რომელიც მარადიულობაში იწყება და არ მთავრდება" (ანონიმი)

"ჭეშმარიტი სიყვარული იშვიათია, ამად, როდესაც შეხვდები მას, ნუ გაუშვებ იმ მიზეზით, თუკი ვერ ძლევ ამა თუ იმ სირთულეს" (რეი ვოლი)

"სიყვარული ქვიშის საათივითაა, როცა სული ივსება, გონება ცარიელდება" (ჟიულ რენარი)

"სიყვარულის პირველი მოვალეობა მოსმენაა" (პაულ ტილიხი)

"ყოველი სნეულება, რაც კი ჩვენშია, შიშისაგან იბადება, ხოლო ყველანაირი სიკეთე-სიყვარულისაგან" (ელეანორ ფერჯეონი)

"წლიდან წლამდე ვიცვლებით. ასევე, ისინიც, ვინც გვიყვარს. ბედნიერება კი ისაა, როდესაც ამ ცვლაში ვაგრძელებთ ცვლადი ადამიანის სიყვარულს" (სომერსეტ მოემი)

"სიყვარული უდიდესი სიამოვნებაა" (უილიამ ტემპლი)

"ვერასოდეს შეიცნობ ჭეშმარიტ ბედნიერებას, სანამ ნამდვილად არ შეგიყვარდება და ვერასოდეს გაიგებ ნამდვილ ტკივილს, სანამ არ დაკარგავ მას" (ანონიმი)

"ყველაზე ცხელი სიყვარულს ყველაზე ცივი დასასრული აქვს" (სოკრატე)

"თუკი უარვჰყოფთ ბოძებულ სიყვარულს, თუკი ვიუარებთ სიყვარულის გაცემას მისი დაკარგვისაგან გამოწვეული ტკივილის შიშით, დაგვიცარიელდება ჩვენი ცხოვრება, ხოლო დანაკარგი კიდევ უფრო დიდი იქნება" (მარგარეტ ვაისი და ტრეისი ჰიკმანი)

"ბედნიერებით სავსე გული სიყვარულით გავარვარებული გულის შედეგია" (დედა ტერეზა)

"გიყვარდეს ყველა, მიენდე მცირეს, არ მიაყენო ზიანი ვინმეს" (შექსპირი)

"სიყვარულის ტკივილია ტკბილი" (პერსი ბიში შელი)

"სიყვარული ერთი ქალის მეორისაგან განსხვავებაზე წარმოდგენის იმედგაცრუებაა" (მენკენი)

"სრულყოფილი დასასრული მინდოდა. ახლა კი ვისწავლე რთული გზა, რომ ზოგიერთი ლექსი ურითმოა და რომ ზოგიერთ თავგადასავალი-გასაგები დასაწყისის, შუალედისა და დასასრულის გარეშე. ცხოვრება ცვლილებათა არცოდნაა, წინასწარცოდნის გარეშე აწმყოს მიღება და მისგან საუკეთესოს შექმნა. უტკბილესი ამბივალენტურობა" (ჯილდა რადნერი)

venerdì 28 novembre 2008

ნიკოლაი ბერდიაევი-რევოლუცია ცოდვების გამოსყიდვაა

რუსი ფილოსოფოსის, ნ. ბერდიაევის (1874-1948 წ.წ.) მოცემული წერილი აღმოჩენილ იქნა ბრიტანეთის მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში. ადრესატს კი რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის ნობილი მოღვაწე ა. ტირკოვა წარმოადგენდა. იგი შედიოდა კადეტური პარტიის ხელმძღვანელობის შემადგენლობაში. 1917 წლის ოქტომბრის შემდეგ აქტიურად მოღვაწეობდა ანტიბოლშევიკური წინააღმდეგობის ორგანიზებაში. იზგოევთან ერთად გამოსცემდა არალეგალურ გაზეთს “ბრძოლა”, მუშაობდა დობროვოლსკის არმიის პროპაგანდულ ორგანოებში. ქმართან ერთად გადავიდა რა ლონდონში, დიდი როლი ითამაშა “რუსეთის გამათავისუფლებელი კომიტეტის” დაარსებასა და თეთრების მოძრაობის პროპაგანდაში, შემდგომ კი რუსი ლტოლვილების დასავლეთში მოწყობაში. ბევრი გააკეთა იმისათვის, რათა მათთვის საერთაშორისო ორგანიზაციების, მთავრობებისა და საზოგადოების ყურადღება მიექცია. დახმარების ხელს უწვდიდა უცხოეთში მყოფ რუსული კულტურის მოღვაწეებს.

---------------------------------------------------------------------------------

ძვირფასო არიადნა ვლადიმიროვნა!

თქვენმა წერილმა არცთუ იოლი ამოცანის წინაშე დამაყენა. უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ საზღვარგარეთ მყოფი, ჩემს მოვალეობად ვთვლი შეძლებისდაგვარად გადავიტანო რუსთა ყურადღება პოლიტიკითა და სხვა და სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებათა ურთიერთშორის წვრილმანი ბრძოლებით უკიდურესი გატაცებისაგან და მივაქციო სულიერი ცხოვრებისა და სულიერი ინტერესებისაკენ. რუსეთსიც და მსოფლიოშიც უნდა დაიწყოს მოძრაობა იზმირის სიღრმეებისაკენ. უდიდეს კატასტროფებს, ომებსა და რევოლუციებს უნდა მოჰყვეს სულიერი აღორძინება და უძრაობა. ვფიქრობ, არა მარტო რუსეთი, არამედ ევროპაც და მთელი მსოფლიოა შეპყრობილი მძიმე სულიერი მდგომარეობით, სისხლიანი განხეთქილებისა და ურთიერთის სიძულვილის სენით. მეტად ღრმად შეტოპეს ცხოვრების ჭეშმარიტი საფუძვლებისაგან დაშორებით და ანტიქრისტიანული საწყისების გამარჯვებით. მე მწამს ევროპის სიჯანსაღისა და გამძლეობის და ევროპის ერებისაგან არ მოველი ჩვენს რუსეთისადმი ტკივილებისაგან განკურნებას.

თქვენი შეკითხვა საბჭოთა ხელისუფლების აღიარების საჭიროების შესახებ არაა რთული. მე არ შემიძლია პირდაპირი და უბრალო პასუხის მოცემა. ჩვენ არა გვმართებს, უცხოელ სახელმწიფოებს ვურჩიოთ, აღიარებენ თუ არა ბოლშევიკების ხელისუფლებას. ეს მათი საქმეა და იგი განისაზღვრება მათი ინტერესების შესაბამისად. არ მჯერა, რომ საზღვარგარეთის დიდ სახელმწიფოებს შორის მოიძებნებიან რუსეთის უანგარო მეგობრები. და თქვენი წერილის საპასუხოდ მინდა მხოლოდ მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება საქმის ნამდვილი არსის შესახებ. შესაძლებელია, რომ აქედან უკვე თქვენ თვითონ გამოიტანთ იმ დასკვნებს, რომელნიც საინტერესოდ მოგეჩვენებათ.

უპირველეს ყოვლისა, სასურველია ბოლშევიზმსა და ბოლშევიკურ რევოლუციაზე პრინციპული თვალსაზრისის ჩამოყალიბება. ბოლშევიკური რევოლუცია სწორედ, რომ ნამდვილი რუსული რევოლუციაა, არავითარი სხვა რევოლუცია ჩვენთან არაა და არც შეიძლება იყოს. თავისი ბუნებით, იგი ისეთივე უსახური და ბოროტეულია, როგორც ნებისმიერი რევოლუცია. მშვენიერი და კეთილი რევოლუციები არასოდეს არსებულან და არც იქნება. საფრანგეთის რევოლუცია, რომელმაც იაკობინელობაში ჰპოვა სრული გამოხატულება, ამდენადვე უსახური და ბოროტეულია.

ბოლშევიზმი ასევე არის ერთადერთი სოციალიზმი, და ბოლშევიკები სრულიად მართალნი არიან თავიანთი უკმაყოფილო დამოკიდებულებით მემარჯვენე სოციალისტებთან, მენშევიკებთან და სოციალ-რევოლუციონერებთა მიმართებაში. რუსმა ხალმა საკუთარი თავი მსვერპლად გაიღო, რათა მთელი მსოფლიოსათვის წარმოედგინა, თუ როგორ მიდის სოციალიზმი უსახური კარიკატურობისაკენ, წკვარამისა და არარსობისაკენ. ბოლშევიზმს არ შეიძლება, მიუდგე გარეგნულად და მექანიკურად და ამიტომაც, არ შეიძლება, იწამო მისი გაძევების გარეგანი და მექანიკური მეთოდი. ბოლშევიზმი სულიერი მოვლენაა და სულიერი სენია. ეს ავადმყოფობა ცხენოსანთა დივიზიით არ განიკურნება. იგი არაა შეთხვევითი, რუსთა და რუსეთისათვის გარეგნული მოვლენა, რომლისგანაც რუსი ხალხი და რუსეთი უნდა გათავისუფლდეს, როგორც ავაზაკთა რაზმისაგან. ბოლშევიზმი რუსების შინაგანი წერაა, მისი ისტორიული გზის საბედისწერო ეტაპი. და ის, რომ ებრაელები ასეთ საბედისწერო როლს თამაშობენ ბოლშევიკთა მწყობრში, არის რუსი ხალხის შინაგანი ბედი, მისი სულიერი დამონების აღმოსაფხვრელად.

ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვართ რუსეთის უბედურ ხვედრში, ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ მომხდარი კატასტროფისათვის. მუდამ შეუცვლელად ვფიქრობდი, რომ უნდა დავრჩენილიყავი რუსეთში და გამეზიარებინა ჩემი ხალხის ბედი, რომ ბოლომდე გადამეტანა ყველა განსაცდელი, ვყოფილიყავი ჩემი იდეისა და რწმენის ერთგული. რევოლუცია ცოდვების გამოსყიდვაა, იგი შედეგია და არა მიზეზი, იგი არის ჩვენი შინაგანი სისუსტისა და ცოდვიანობის გამოხატულება. ბოლშევიზმის ძალა მდგომარეობს რუსი ხალხის შინაგან ხრწნაში და მას ხელს უწყობს ევროპის ერთა დაცემა და განხეთქილება. უღირსობაა, თავისუფალმა სულმა თავისი ბედი განიხილოს მასზე მოძალადე ბნელი ძალის დაქვემდებარებაში. საქებარია, ეს ბნელი ძალა განიხილოს, როგორც ჩემი სისუსტისა და ცოდვის განსახიერება. არ იყო საკადრისი, როდესაც რუსული ინტელიგენცია “თვითმპყრობელობას” მიიჩნევდა ყველაფერში დამნაშავედ და მხოლოდ მისი ტახტიდან ჩამოგდებით მოელოდა უკეთეს ცხოვრებას. ასევე, უკადრისია, ყველაფერში დამნაშავედ “ბოლშევიზმი” მივიჩნიოთ და მხოლოდ მისი დამხობით მოველოდეთ ცხოვრების გაუმჯობესებას. ეს სულის მონობაა.

”თვითმპყრობელობაც” და “ბოლშევიზმიც”-ეს მხოლოდ სუსტი და სნეული სულის კოშმარია. რევოლუციურ, ანუ ცხოვრებისადმი ზედაპირულ მიდგომას უნდა დავუპირისპიროთ რელიგიური, ანუ შინაგანი (სიღრმისეული) თვალთახედვა. მაგრამ ისინი, რომელნიც ფიქრობენ, რომ ბოლშევიზმის პრობლემა შეიძლება გადაწყვეტილ იქნეს გარეგნულ-მექანიკური სახით, დგანან რევოლუციურ ე.ი. ანტირელიგიურ თვალსაზრისზე. აი, თუ რატომ ვარ გადაჭრით წინააღმდეგი ყველანაირი ინტერვენციისა და დიდი ხანია, რაც არა მწამს საბჭოთა ხელისუფლების გარეგანი ფაქტორით გამოწვეული სამხედრო ძალით დამხობის; თუნდაც, ეს რუსებმა რომ განახორციელონ. შემთხვევითი არაა, რომ მოძრაობამ წარუმატებლობა განიცადა.

რუსეთის ხსნა თვით რუსეთის შიგნიდან უნდა მოვიდეს, თვით რუსი ხალხის წიაღიდან და ამას წინ უნდა უძღოდეს რუსთა სულიერი გარდაქმნა და განახლება, სარწმუნოებრივი აღორძინება. მე მწამს, რომ რუსეთში ჯერ კიდევ წარმოებს მოლეკულარული პროცესი, რომელმაც უნდა მიიყვანოს იგი სიკვდილიდან სიცოცხლეში. რუსეთში ამჟამად არ არსებობს არანაირი ორგანიზებადი საზოგადოებრივი ძალა, რომელსაც ექნებოდა ხელისუფლების მოპოვების ნება და შესძლებდა, მიეღო ძალაუფლება. ქვეყანაში არსებული კომუნისტების ხელისუფლება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ზოგადსამეურნეო კომუნიზმთან, არც ხალხის სულიერ წყობასთან, წარმოადგენს რუსეთში არსებულ ერთადერთ სახელმწიფოებრივ ხელისუფლებას. და ეს ერთადერთი ხელისუფლება, თავისი იდეებითა და პრაქტიკით ანტისახელმწიფოებრივი ხასიათისა, განგების ნებით იძულებულია ატაროს მთელი რიგი სახელმწიფოებრივი ფუნქციებისა. ქვეყნის არსებობა არ შეიძლება იყოს წყვეტილი, მას არ შეუძლია შეწყვიტოს თავისი არსებობა ოთხი წლით, ან კიდევ უფრო დიდი ხნით.

ერთი რამ ჩემთვის უეჭველია: ყოველი რუსი მტკიცედ უნდა იდგეს იმ აზრზე, რომ რუსეთის ბედი მხოლოდ რუსეთის საშინაო საქმეა, რომ ჩვენი ცოდვა და ჩვენი უბედურება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შინაური საქმეა.

ზნეობრივად და რელიგიურად არასოდეს შევურიგდები კომუნიზმს, მთელს მსოფლიოშიც რომ გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, კომუნიზმში იწყება ანტიქრისტეს მეფობა. მაგრამ ეს დგას ინტერესთა და ბატონობისათვის ბრძოლაზე მაღლა. კომუნიზმი უღმერთო ბურჟუაზული მსოფლიოს კანონიერი ნაშიერია და მასთან ერთად საერთო ნიადაგზე დგას, იგი თვითონაა ბურჟუაზული, ამ სიტყვის ღრმა გაგებით. ნორმალურს ვუწოდებ საბჭოთა ხელისუფლებისადმი იმ რუსი ადამიანის მიმართებას, რომელმაც ყველა ეს საშინელი წელი რუსეთში გაატარა, დაიცვა თავისი სულიერი თავისუფლება და იდეური დამოუკიდებლობა. აუცილებელია, საკუთარ თავს გრძნობდე რუსეთის შიგნით და არა მის გარეთ. და არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ რუსეთი მხოლოდ მის ფარგლებს გარეთ იმყოფება. სრულიადაც არა ვარ ოპტიმისტი, საკმაოდ პესიმისტურად ვუყურებ იმას, რაც რუსეთში მოხდება, როცა უკვე არც კომუნისტები იქნებიან და არც მათი ხელისუფლება. ჩვენ გვრჩება საშინელი დემორალიზაცია და ეროვნულ დონეზე სულიერი კულტურის არქონა. იქნება საკმაოდ დატალი, ტექნიკური ცივილიზაციის მოთხოვნილება. ტონის მომცემნი იქნებიან რევოლუციაზე გამდიდრებული უსირცხვილო და თავხედი “ბურჟუები”. ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქმე არა პოლიტიკურ ფორმებსა და უმრავლესობაშია, ვიწრო გაგებით, არამედ სულიერი კულტურის ძალა უმცირესობაში შენარჩუნდება. იქნება რელიგიური აღორძინება და მაშინ დადგება ნამდვილი რუსეთი! ჩვენ არ დაგვიკარგავს ცულტურა, გამოცოცხლდნენ სულიერი ურთიერთობები ევროპის ხალხებთან, მაგრამ ვისურვებდი მათი პოლიტიკური ზემოქმედებისაგან თავისუფლებას. დაე, ბოლომდე აღსრულდეს ჩვენი ბედისწერა.

7 ნოემბერი, 1922 წელი.
web tracker
counter