mercoledì 24 giugno 2009

ერაზმ როტერდამელი

* * *
ომი ომიანობით კი არ ქრება, არამედ მშვიდობით, მოთმინებითა და ღვთისადმი რწმენით, რისი მტკიცებულებაც მოციქულთაგან მსოფლიოს ამ სიკეთეების მეშვეობით დაპყრობა იყო.

* * *
ის, რასაც გულია სხეულისათვის, იგივეა მმართველი სახელმწიფოსათვის.

* * *
მეფე არც ყმაწვილი უნდა იყოს საკუთარ თავში და არც ხნიერი. მეფობა პატივისა და დიდების მოხვეჭა კი არა, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებაა (ქრისტეს მაგალითი...)

* * *
ისეთს ნუ მეუბნები, რაც დემონებმაც კი უწყიან, არამედ მიამბე ის, რაც მათ დარისხავს.

* * *
ქვეშევრდომები მმართველის საკუთრებას კი არ წარმოადგენენ, არამედ მათი შეთანხმება ბადებს მმართველს.

* * *
მუდმივობა ერთი და იგივეს განმეორება კი არაა, არამედ-უცვლელი მიზნის ქონა.

* * *
აი, ეს უნდა იყოს შენი უპირველესი და ერთადერთი მიზანი, სურვილი და მისწრაფება, რომ შენს მიერ აღქმულმა შეგცვალოს, წინ წაგწიოს, გამოგადგეს, როგორც შინაგანი გაუმჯობესების სტიმული. დიდ შედეგად დახვეწილი მსჯელობის უნარი კი ნუ მიგაჩნია, არამედ საკუთარი თავის ცოტათი მაინც შეცვლა.

* * *
მწერლობა და ცხოვრებაში პატიოსანი მოქცევა არა ოდენ ორი ურთიერთდაკავშირებული, არამედ ერთმანეთთან მტკიცედ შეერთებული რამაა.

* * *
სოკრატემ ფილოსოფია ზეციდან მიწაზე ჩამოიტანა, მე კი იგი თამაშში, დიალოგსა და სუფრაში შევიტანე. ქრისტიანებს შორის ხუმრობასაც ფილოსოფიის გემო უნდა ჰქონდეს.

* * *
წერა მწერალთა კავშირში ყოფნისაგან განსხვავებული რამაა.
web tracker
counter