giovedì 21 febbraio 2008

ჯიბრანი: სულიერი მაქსიმები

* * *
როდესაც ჩემი ტკივილი მოთმინების ბაღში დავრგე, ნაყოფად ბედნიერება მივიღე.

* * *
ჩემი უცოდინრობის მიზეზი რომ ვიცოდე, ბრძენი ვიქნებოდი

* * *

lunedì 7 gennaio 2008

გამოთქმები

* * *
მუსიკის ისტორია კაცობრიობის ისტორიაა.


ფრანსუა-ჟოსეფ ფეტის

* * *
ადამიანების სიტყვები და ფიქრები ერთად დაიბადნენ. გაურკვევლად საუბარი გაურკვეველი ხასიათის აზროვნებას ნიშნავს.

ესაიას ტეგნერი

* * *
"ადამიანები თავს არ ვიკლავთ ქალის სიყვარულის გამო. ჩვენ თავს ვიკლავთ იმიტომ, რომ სიყვარულის მეშვეობით გვიცხადდება ჩვენი სულის სიმწირე, უსუსურობა, არარაობა."

ჩეზარე პავეზე

* * *
მკვლელობა მუდამ თვითმკვლელობაა

სიმონე ვაილ

* * *
ზოგიერთი მამაკაცი ცდილობს შეისწავლოს და გაიგოს ქალის ბუნება, ზოგი კი დაკავებულია შედარებით მარტივი საქმეებით. მაგალითად როგორიცაა ფარდობითობის თეორია.

ალბერტ აინშტაინი


* * *
როდესაც დიდი ადამიანების ნაშრომებს ვეცნობით, თავდაპირველად საჭიროა მოვძებნოთ ის ადგილები, რომლებიც აბსურდული შეიძლება გვეგონოს და შევეკითხოთ საკუთარ თავს, თუ როგორ შეიძლებოდა ასეთ დახვეწილ მოაზროვნეს მსგავსი რამ დაეწერა. როცა იპოვით პასუხს თქვენს შეკითხვაზე, როცა ეს პასაჟები აზრს შეიძენენ, მაშინ მიხვდებით, რომ ყველაზე მთავარმა მონაკვეთებმა, რომლებიც უკვე გასაგები გეგონათ, შეიცვალეს თავიანთი მნიშვნელობა

თომას კუუნი




* * *

"სამყარო რომ მოვაწესრიგოთ, ჯერ ერი უნდა დავალაგოთ; ერი რომ დავალაგოთ, ჯერ ოჯახი უნდა დავაწყოთ; ოჯახი რომ დავაწყოთ, ჯერ საკუთარი თავი უნდა გავაკეთილშობილოთ; პირველ რიგში საკუთარი გულები უნდა მოვიყვანოთ წესრიგში."

კუნ-ფუ-ძი

sabato 8 dicembre 2007

ნეფერტიტი

მემკვიდრე, კეთილნებით დიადი, მადლმოსილი დედუფალი,
ტკბილი სიყვარულში, ჩრდილო-სამხრეთის მფლობელი,
ბრწყინვალე სახის, ორი ბუმბულის კალმით ხალასი,
ქვეყნად მცხოვრები ატონის რჩეული, მეფის საყვარელი ცოლი, რომელსაც იგი უყვარს,
ორთავე მიწის ქალბატონი, სიყვარულითსავსე, ნეფერტიტი, მსუფევი მარადში.


J. S. Pandlebury, "Tell el-Amarna" London, 1935.
web tracker
counter