Visualizzazione post con etichetta გამოთქმები. Mostra tutti i post
Visualizzazione post con etichetta გამოთქმები. Mostra tutti i post

domenica 9 agosto 2009

რა არის პოლიტიკა?

(გამოთქმები)

* * *
პოლიტიკა არაზუსტი მეცნიერებაა (ოტო ფონ ბისმარკი).

* * *
პოლიტიკა ეს შესაძლებელის ხელოვნებაა (ოტო ფონ ბისმარკი)

* * *
არაა მართებული, თითქოს პოლიტიკა შესაძლებელის ხელოვნებაა. პოლიტიკა-ეს არჩევანია დამღუპველსა და არასასიამოვნოს შორის (ჯონ კენეტ ოლბრაითი).

* * *
პოლიტიკა არაა შესაძლებელის ხელოვნება; პოლიტიკა შეუძლებელის ხელოვნებაა (ვაცლავ ჰაველი).

* * *
პოლიტიკა ორ ბოროტებას შორის დაუღალავი არჩევანია (ჯონ მორლი)

* * *
პოლიტიკა საარჩევნო კომპანიისათვის ღარიბთა ხმებისა და მდიდართა ფულის მიღების კეთილშობილური ხელოვნებაა, რათა დაპირდე მათ ორივეს ინტერესთა დაცვას (ოსკარ ამერინჯერი).

* * *
პოლიტიკა ომის სხვა ხერხებით გაგრძელებაა (ვო ნგუენ ზიაპი).

* * *
პოლიტიკა: საზოგადოებრივ საქმიანობათა მართვა პირადი სარგებლის მისაღებად (ამბროზ ბირს).

* * *
პოლიტიკა-ეს კარგად გაზეთილი მანქანაა, რომელიც ხახუნს წარმოშობს (ანონიმი)

* * *
პოლიტიკა ეს ხელოვნებაა გადასახადებისათვის საჭირო ახალი მიზეზების მუდმივი გამოგონებისათვის (ჰაროლდ ნარი).

* * *
დიდი პოლიტიკა ეს მხოლოდ დიდი საქმეებისათვის გამოყენებული ჯანსაღი აზრია (ნაპოლეონ I).

* * *
პოლიტიკაში სიტყვები კი არა, ხმაა მთავარი, რომლითაც ისინი წარმოითქმებიან (ჟიულ რომენი).

* * *
პოლიტიკაში ისევე, როგორც გრამატიკაში, ყველას მიერ დაშვებული შეცდომა წესითაა გაცხადებული (ანდრე მალრო).

* * *
პოლიტიკაში ექო მოვლენებს უსწრებს წინ (გრიგოლ ლანდაუ).

* * *
პოლიტიკოსის პირველი წესი: არასდროს არაფერს არ ენდოს მანამ, სანამ ოფიციალურ მტკიცებულებას არ მიიღებს (ჯონათან ლინი და ენტონი ჯეი).

* * *
პოლიტიკაში სიტყვა "სიმართლე" ნიშნავს ყველანაირ მტკიცებას, რომელის მცდარობის დამტკიცებაც შეუძლებელია (ჯონათან ლინი და ენტონი ჯეი).

* * *
პოლიტიკაში მარადიულობა 20 წელზე მეტს არ გრძელდება (ედგარ ფორი)

* * *
პოლიტიკაში კი არ თამაშობენ, არამედ შეუსვენებლად ატრიალებენ ბანქოს (კაროლ იჟიკოვსკი)

* * *
პოლიტიკაში არაა მნიშვნელოვანი, თუ რამდენად კარგად თამაშობთ; უფრო მთავარია, ვის მიჰყავს ანგარიში (ანონიმი).

* * *
პოლიტიკაში ბევრი ისეთი რამის კეთება გვიხდება, რაც არა ჰხამს (თეოდორ რუზველტი).

* * *
მექანიკაში ხშირად ვხვდებით ხახუნის ძალას, რომელიც ცვლის, ან უარჰყოფს უმართებულო თეორიის შედეგეებს; მსგავსი ხახუნის ძალა მოქმედებს პოლიტიკაშიც (შარლ მონტესკიე).

* * *
პოლიტიკაში ან თავის ქვეყანას ღალატობენ, ან ამომრჩევლებს. მეორეს ვარჩევ (შარლ დე გოლი)

* * *
პოლიტიკა ისევე, როგორც ქალი, მოქნილი უნდა იყოს და ეკავოს თავისი მიმართულება (თადეუშ გიცგერი)

* * *
თუკი ადამიანებს ფულის გამოძალვისთვის ატყუებთ-ეს თაღლითობაა. თუკი ადამიანებს ატყუებთ, რათა მათი საამომრჩევლო ხმები მიიღოთ-ეს პოლიტიკაა (ანონიმი).

* * *
ჩვენ ვიცხოვრებთ-თქვენ გადაწყვიტეთ (ვიქტორ კოვალი)

* * *
ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. თუმცა, მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველთან (რონალდ რეიგანი).

* * *
რეალპოლიტიკა ფაქტებზე თვალების დახუჭვაში მდგომარეობს (ჰენრი ბრუქს ადამსი)

* * *
დრო ყველა პოლიტიკურ სქემას ამარტივებს (ზიგმუნტ გრენი)

* * *
პოლიტიკოსები პოეზიას ბრალს იმაში სდებენ, რომ იგი ცხოვრებისაგან დაშორებულია; თუმცა, პოეტებს შეუძლიათ მიანიშნონ პოლიტიკოსებს, რომ მათი პოლიტიკა ცხოვრებას კიდევ უფრო დაშორებულია (კაროლ იჯიკოვსკი)

* * *
პოლიტიკური ზეგავლენა საბანკო ანგარიშს წააგავს; რაც უფრო ნაკლებად იყენებ, მით უფრო მეტი გრჩება (ენდრიუ იანგი)

* * *
არ წახვიდეთ პოლიტიკაში, თუკი მარტორქაზე უფრო წვრილი კანი გაქვთ (ფრანკლინ რუზველტი)

* * *
ნუ აუწევ ხმას, არამედ მზად გქონდეს დიდი კეტი და შორს წახვალ (თეოდორ რუზველტი)

* * *
თუკი ძალგიძთ ცხადად გადმოსცეთ თქვენი აზრები, არაფერი გესაქმებათ პოლიტიკაში (ანონიმი)

* * *
პოლიტიკაში ბრწყინვალე მომავლით მოდიან, მიდიან საშინელი წარსულით (ანონიმი)

lunedì 7 gennaio 2008

გამოთქმები

* * *
მუსიკის ისტორია კაცობრიობის ისტორიაა.


ფრანსუა-ჟოსეფ ფეტის

* * *
ადამიანების სიტყვები და ფიქრები ერთად დაიბადნენ. გაურკვევლად საუბარი გაურკვეველი ხასიათის აზროვნებას ნიშნავს.

ესაიას ტეგნერი

* * *
"ადამიანები თავს არ ვიკლავთ ქალის სიყვარულის გამო. ჩვენ თავს ვიკლავთ იმიტომ, რომ სიყვარულის მეშვეობით გვიცხადდება ჩვენი სულის სიმწირე, უსუსურობა, არარაობა."

ჩეზარე პავეზე

* * *
მკვლელობა მუდამ თვითმკვლელობაა

სიმონე ვაილ

* * *
ზოგიერთი მამაკაცი ცდილობს შეისწავლოს და გაიგოს ქალის ბუნება, ზოგი კი დაკავებულია შედარებით მარტივი საქმეებით. მაგალითად როგორიცაა ფარდობითობის თეორია.

ალბერტ აინშტაინი


* * *
როდესაც დიდი ადამიანების ნაშრომებს ვეცნობით, თავდაპირველად საჭიროა მოვძებნოთ ის ადგილები, რომლებიც აბსურდული შეიძლება გვეგონოს და შევეკითხოთ საკუთარ თავს, თუ როგორ შეიძლებოდა ასეთ დახვეწილ მოაზროვნეს მსგავსი რამ დაეწერა. როცა იპოვით პასუხს თქვენს შეკითხვაზე, როცა ეს პასაჟები აზრს შეიძენენ, მაშინ მიხვდებით, რომ ყველაზე მთავარმა მონაკვეთებმა, რომლებიც უკვე გასაგები გეგონათ, შეიცვალეს თავიანთი მნიშვნელობა

თომას კუუნი




* * *

"სამყარო რომ მოვაწესრიგოთ, ჯერ ერი უნდა დავალაგოთ; ერი რომ დავალაგოთ, ჯერ ოჯახი უნდა დავაწყოთ; ოჯახი რომ დავაწყოთ, ჯერ საკუთარი თავი უნდა გავაკეთილშობილოთ; პირველ რიგში საკუთარი გულები უნდა მოვიყვანოთ წესრიგში."

კუნ-ფუ-ძი
web tracker
counter